მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს ცნობით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს, საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს. „საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს. საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების… The post მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ…
პირველწყარო →