სიახლე

ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ტვ ოდიში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ “გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს. […] The post ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ვ

“გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო”. – წერს უწყება.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი