სიახლე

მდინარე ხობისწყალში დაკარგულ ქალს მეორე დღეა ეძებენ

მედიაცენტრი

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში მეორე დღეა 30 წლის ელენე სახეიშვილს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და პოლიციის ჯგუფები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მდინარესთან მყოფი 7 წლის ბავშვი წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად კი დედა წყალში გადახტა, რის შემდეგაც ორივე მათგანი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა მცირეწლოვანი ბიჭის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით იპოვეს. დაკარგული ქალის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება. The post მდინარე ხობისწყალში დაკარგულ ქალს მეორე დღეა ეძებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი