“ქართლის ამბების” ინფორმაციით, გორში, მდინარეში დაკარგულ ქალს მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მდინარე ლიახვის გარდა, მდინარე მტკვარშიც გრძელდება.
70 წლამდე ქალი ლიახვში 5 მაისს გაუჩინარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება.
The post მდინარეში დაკარგულ ქალს მესამე დღეა ეძებენ appeared first on გურია ნიუსი.