ყვარელში თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლაზე არასრუწლოვნის დაღუპვის საქმეზე 2 ადამიანს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების… The post ყვარელში თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლაზე არასრუწლოვნის დაღუპვის საქმეზე 2 ადამიანს ბრალი წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →