სიახლე
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეზე მასშტაბური იერიში მიიტანა
მედიაცენტრი
რუსულმა ძალებმა კიევსა და ზაპოროჟიეზე „ცირკონის“ ტიპის, ბალისტიკური რაკეტებითა და 120-მდე დრონით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული 98 დრონის ჩამოგდება შეძლეს. გასულ ღამეს კიევზე განხორციელებული ბალისტიკური დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შედარებით მძიმე აღმოჩნდა იერიშის შედეგები ზაპოროჟიეში – თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. გარდა ამისა, დაბომბვის გამო ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. The post რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეზე მასშტაბური იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.