სიახლე

დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“ აღინიშნა

რეგიონალური სიახლეები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ბრძოლის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დაესწრო. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც შეკრებილებს „დიდგორობა“ მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების შვიდ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები — „დიდგორის ჯვარი“ გადასცა. „დიდგორობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. საგამოფენო სივრცეში...

პირველწყარო →

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ბრძოლის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დაესწრო.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც შეკრებილებს „დიდგორობა“ მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების შვიდ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები — „დიდგორის ჯვარი“ გადასცა.

„დიდგორობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. საგამოფენო სივრცეში კი მარნეულის მუნიციპალიტეტის კუთხე იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და თავდაცვის ძალების ოფიციალური პირები დაესწრნენ.


მსგავსი