სიახლე

„რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო…“ — ბათუმში მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი მოდელის ტრაგედიას ემოციურად ეხმაურებიან

რეგიონალური სიახლეები

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ოჯახის მეგობრები და ახლობლები ემოციურად ეხმაურებიან. მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მოდელის, ლიზის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ოჯახის მეგობარი, ნანა სარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს: „რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო… მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად… ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს...

პირველწყარო →

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ოჯახის მეგობრები და ახლობლები ემოციურად ეხმაურებიან.

მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მოდელის, ლიზის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ოჯახის მეგობარი, ნანა სარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

„რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო… მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად… ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორმე უნდა გაუძლოთ“.

გოგონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და ნაცნობებიც ეხმაურებიან. კომენტარებში ისინი წერენ, რომ ლიზის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ოჯახი მის სამკურნალოდ თურქეთში წაყვანას გეგმავდა.

ტრაგედიის დეტალებზე დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.


მსგავსი