სიახლე

ბრუნდება თუ არა გია ანთაძე თეთრიწყაროდან ოზურგეთის მერიაში?

GuriaNews

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელის ბექა ჩხიკვიშვილის მოადგილედ გია ანთაძე ინიშნება, თუმცა, ამ ინფორმაციას „გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს არ ადასტურებს თავად ანთაძე. „არავის მსგავსი წინადადებით ჩემთვის არავის მოუმართავს _ არ ვადასტურებ თქვენს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ვარ ჩემს თანამდებობაზე და ვასრულებ ჩემს საქმიანობას”, _ გვითხრა ანთაძემ. გია ანთაძე ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის […] The post ბრუნდება თუ არა გია ანთაძე თეთრიწყაროდან ოზურგეთის მერიაში? appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელის ბექა ჩხიკვიშვილის მოადგილედ გია ანთაძე ინიშნება, თუმცა, ამ ინფორმაციას „გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს არ ადასტურებს  თავად ანთაძე.

„არავის მსგავსი წინადადებით ჩემთვის არავის მოუმართავს _ არ ვადასტურებ თქვენს მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ვარ ჩემს თანამდებობაზე და ვასრულებ ჩემს საქმიანობას”, _ გვითხრა ანთაძემ.

გია ანთაძე ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეა _ ამ თანამდებობას ის 19 მაისიდან იკავებს. მანამდე ის ა(ა)იპ „ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის” დირექტორი იყო.

2025 წლის წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, პაატა კუნჭულიამ ანთაძე დაკავებული თანამდებობიდან გაუშვა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა, მაგრამ შემდეგ მმართველი პარტია პაატა კუნჭულიას კანდიდატურაზე შეჯერდა.

ოზურგეთის მერიაში, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, დიდი ცვლილებები მიმდინარეობს _ არჩეულმა მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. პოსტებიდან გადადგა რამდენიმე ადგილობრივი მაღალჩინოსანი, რომებიც მან მოიყვანა მერიაში.

ამჟამად მერის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-მერი ბექა ჩხიკვიშვილია.

The post ბრუნდება თუ არა გია ანთაძე თეთრიწყაროდან ოზურგეთის მერიაში? appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი