სიახლე

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

MegaTV

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა. კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და […]

პირველწყარო →

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა.
⚖️ კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

🛡️ ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.


მსგავსი