3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ორი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ცესკოში განაცხადის წარდგენის ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციამ დღევანდელ სხდომაზე სუბიექტების რიგითი ნომრები უკვე განსაზღვრა: საარჩევნო ბიულეტენში „ლელო – ძლიერი საქართველო“ N9-ით, ხოლო „ქართული ოცნება“ N41-ით იქნება წარმოდგენილი. შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, სადაც ამომრჩევლები საკრებულოს 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. პარტიებმა მაჟორიტარობის კანდიდატები შესაბამის საოლქო კომისიებს 3 სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ. ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება, საიდანაც… The post 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ორი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →