,,კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე. „ასევე, ისინი მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ. ეს ასე აღარ იქნება!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ საქონელზე იმავე დონის საპასუხო ტარიფებს დააწესებს. კანადის მიერ გამოცხადებული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება. The post ,,კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →