,,კანადას არაფერი აქვს ისეთი, რაც ჩვენ გვჭირდება” – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადას უნდა „ასწავლონ“, რომ ვაშინგტონთან შეთანხმებების ჩაშლა უპასუხისმგებლო ნაბიჯია. „დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადას „საკმაოდ კარგი შეთანხმება“ შესთავაზა, თუმცა ოტავამ უარი თქვა. „მე მქონდა შეთანხმება, საკმაოდ კარგი შეთანხმება. მათ არაფერი აქვთ ისეთი, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. შეგვიძლია, მათ გარეშეც ვიყოთ. არის რამდენიმე რამ, რაც გარკვეულ უხერხულობას შეგვიქმნის, მაგრამ მათ სხვაგანაც მივიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას… The post ,,კანადას არაფერი აქვს ისეთი, რაც ჩვენ გვჭირდება” – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →