,,სკოლებში ფორმას კი არ ვაბრუნებთ, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ” – გივი მიქანაძე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ეტაპობრივი დანერგვა იწყება, რაც ყოველწლიურად თითო კლასის დამატებით განხორციელდება. მინისტრის განმარტებით, წელს ფორმას მეექვსეკლასელები ჩაიცვამენ, მომდევნო წლებში კი ეს პროცესი მომდევნო კლასებზეც გავრცელდება. „ჩვენ ფორმას კი არ ვაბრუნებთ სკოლაში, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ. 30 წელიწადზე მეტია გასული, რაც საჯარო სკოლებში ფორმა არ არის. ბავშვებისთვის ეს არის სიახლე და ნოვაცია. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს და შეეჩვევა ამ კულტურას, შემდეგ წელიწადს, უკვე მეშვიდე კლასში მისთვის ფორმის ჩაცმაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველ წელს თითო კლასით მეტი დაემატება. მინდა დაგარწმუნოთ,… The post ,,სკოლებში ფორმას კი არ ვაბრუნებთ, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ” – გივი მიქანაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →