მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღებას იწყებს.
ამანათების ჩაბარება პენიტენციურ დაწესებულებებში 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ამანათის სახით დაშვებული პროდუქტებია:
- შემწვარი ან მოხარშული ხორცი – 3 კგ;
- მოხარშული ქათამი – 1 ცალი და შემწვარი ქათამი – 1 ცალი;
- ყველი – 2 კგ;
- ხაჭაპური – 3 ცალი;
- ლობიანი – 3 ცალი;
- უკრემო ნამცხვარი;
- კიტრი – 3 კგ;
- პომიდორი – 3 კგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზს – 1500.
სამსახურის განცხადებით, ამანათების მიღების პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება.