ტრამპმა უცხოური ელექტრომოწყობილობების გამოყენება აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ქვეყნის ელექტროქსელის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უცხოური ენერგოაპარატურის გამოყენება აკრძალა. თეთრი სახლის ცნობით, განკარგულება ეხება „უჩვეულო და განსაკუთრებულ საგარეო საფრთხეს“, რომელსაც უცხოეთში წარმოებული ელექტროენერგეტიკული სისტემები და მათი პროგრამული უზრუნველყოფა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ქმნის. „ელექტროენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების უცხოური მიწოდება წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, – აღნიშნულია ტრამპის ბრძანებულებაში. ახალი განკარგულებით, შეერთებულ შტატებში აიკრძალება იმ უცხოური ელექტრომოწყობილობების შეძენა თუ დამონტაჟება, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ან ოპერაციულ რისკებს შეიცავს. The post ტრამპმა უცხოური ელექტრომოწყობილობების გამოყენება აკრძალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →