აბიტურიენტებს, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ
აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 1795-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამის მიზეზი გახლდათ შემდეგი – მათ… The post აბიტურიენტებს, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ appear…
პირველწყარო →