სიახლე

სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს

მედიაცენტრი

სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და საზღვაო დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც პორტის ტერიტორიაზე ცეცხლის კერები გაჩნდა. პარალელურად, დრონებით იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქზეც, სადაც უპილოტო აპარატები საცხოვრებელ შენობებს დაეჯახნენ. ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, კუბინკაში, ნარო-ფომინსკის გზატკეცილზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მერვე და მეცხრე სართულებზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან 10 პირის ევაკუაცია განხორციელდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. The post სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი