სიახლე
რუსეთმა ჩერნომორსკის პორტსა და შავ ზღვაში მყოფ გემებზე იერიში მიიტანა
მედიაცენტრი
რუსულმა ძალებმა ჩერნომორსკის პორტსა და შავ ზღვაში მდებარე სატვირთო გემებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გემებს უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ. თავდასხმები განხორციელდა კიევის რეგიონში მდებარე სამ ლოჯისტიკურ ცენტრსა და ოდესის რეგიონის სამხრეთით არსებულ პორტის ინფრასტრუქტურაზეც. მომხდარ იერიშებთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ამ დროისთვის ასევე უცნობია ინფორმაცია სავარაუდო დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ. The post რუსეთმა ჩერნომორსკის პორტსა და შავ ზღვაში მყოფ გემებზე იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.