ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი შეიცვლება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ფიზიკური პირების ქონების გადასახადის მოქმედი 40 000-ლარიანი ზღვარის ცვლილებაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან საბოლოო განხილვები ორშაბათს-სამშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც საკითხის ინიცირება მოხდება. კაკაურიძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება, ხოლო კომერციული სუბიექტების ნაწილში მოქმედი წესი ჯერჯერობით შენარჩუნდება, რადგან კომპანიებისთვის აღნიშნული რეფორმის განხორციელება გაცილებით რთულია და მისი გადახედვა ეტაპობრივად მოხდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ზღვარის ოდენობა და ბიუჯეტის შესაძლო დანაკლისის ზუსტი რაოდენობა მომდევნო კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით იგეგმება, რათა ცვლილება წელს გადასახდელ თანხებზე გავრცელდეს. The post ფიზიკური პირების ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი შეიცვლება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →