სიახლე

პოლიციამ ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

Alia

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 24 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია […] The post პოლიციამ ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი appeared first on .

პირველწყარო →

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 24 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post პოლიციამ ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი appeared first on .


მსგავსი