სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილი, 2 250 გრძივი მეტრი მაგისტრალური მილსადენი, აშენდება 150 კუბური მეტრის მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარი და საქლორატორო ნაგებობა. პროექტი სოფლისთვის სასმელი წყლის დამატებითი წყაროს შექმნასა და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება: 438 395 ლარი დაფინანსება: მარნეულის...

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილი, 2 250 გრძივი მეტრი მაგისტრალური მილსადენი, აშენდება 150 კუბური მეტრის მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარი და საქლორატორო ნაგებობა. პროექტი სოფლისთვის სასმელი წყლის დამატებითი წყაროს შექმნასა და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

🔹 პროექტის ღირებულება: 438 395 ლარი

🔹 დაფინანსება: მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი

💧 პროექტის დასრულების შემდეგ შაუმიანის მოსახლეობა გაუმჯობესებული და უფრო სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.


მსგავსი