,,ეს პუტინის ტერორის ,,კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე” – სიბიგა
,,რუსეთმა უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტი დაბომბა, რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან, ძვირფასო პარტნიორებო”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. ,,რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ,,იაგოდინზე” ჩვენს სახელმწიფო საზღვრებზე მისი თავდასხმების უბრალო გაგრძელება არაა. ეს არის პუტინის ტერორის პირდაპირ ევროკავშირისა და ნატოს კარზე “კაკუნი”. რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან, ძვირფასო პარტნიორებო. იმოქმედეთ ახლავე: მთელი სიმკაცრით აამოქმედეთ სანქციები პუტინის აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. აგრძნობინეთ მოსკოვს მისი ტერორის შედეგები. საჭიროა არა ნახევარზომები, არამედ უკომპრომისო, ძლიერი ნაბიჯები. სრული სავაჭრო ემბარგო. ქვეყანაში შესვლაზე სრული აკრძალვები. ყოვლისმომცველი სანქციები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ.… The post ,,ეს პუტინის ტერორის ,,კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →