სუს- ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გელაძემ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ“, – წერს გეკა გელაძე. გელაძემ უწყების თანამშრომლებს… The post სუს- ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →