სიახლე

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია

Alia

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია და ის ამ ეტაპზე 13-ს შეადგენს. გუშინ შუადღის მონაცემებით, კლინიკაში 7 ბავშვი იმყოფებოდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. „დღევანდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში რჩება 13 პაციენტი. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ […] The post იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია appeared first on .

პირველწყარო →

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია  და ის ამ ეტაპზე 13-ს შეადგენს.

გუშინ შუადღის მონაცემებით, კლინიკაში 7 ბავშვი იმყოფებოდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში რჩება 13 პაციენტი. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი“,- განაცხადა სოფიო ცერცვაძემ.

The post იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია appeared first on .


მსგავსი