სიახლე

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

MegaTV

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 448 823 ლარის აკუმულირება მოხდა. ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი […]

პირველწყარო →

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 61%-ით გაიზარდა და 2.331 მლნ ლარი შეადგინა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 448 823 ლარის აკუმულირება მოხდა.

ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.

ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 8 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხაც.

კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში 404 833 865 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში 272 513 866 ლარი.


მსგავსი