განახლდა
დღეს: 62 სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი განცხადებას ავრცელებს .

მარნეულში მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს აღარ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კულტურის სახლის რეაბილიტაციის გამო ფესტივალის მოსამზადებლად საჭირო სამუშაო სივრცე მათ არ აქვთ, ხოლო ალტერნატიული ფართის მოძიება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ,,მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს არ გაიმართება…

იხილე სრულად: regionnews.ge ↗

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სახელოვნებო წრეებისთვის სასწავლო პროცესი დროებით შეიცვლება

განცხადებას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გამო, კულტურის სახლში მოქმედი სახელოვნებო ჯგუფები, ანსამბლები და წრეები დროებით ახალ სივრცეში გადაინაცვლებენ. კულტურის ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო…

მარნეულის კულტურის ცენტრი კონცერტს „შვედეთიდან – საქართველომდე“ მასპინძლობს

13 ივლისს, 18:00 საათზე, მარნეულის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და…

მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით იასპარეზეს

23 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“-ის გალა კონცერტი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი და ბავშვთა ვოკალური სტუდიის სოლისტები – ანდრია მიშველიძე…

მარნეულის კულტურის ცენტრის ანსამბლი „ენგური“ თბილისის კულტურის ცენტრში გამართულ ფესტივალზე წარდგა

26 აპრილს, ქალაქ თბილისის კულტურის ცენტრში, არტ ჰოლში, ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალი „CUP OF CAUCASUS 2026“ ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“ მიიღო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში კონცერტი „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა

დღეს, 13 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა. კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარუდგინეს, რომელმაც შვედური და ქართული კულტურის მუსიკალური ტრადიციები გააერთიანა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მარნეულის კულტურის ცენტრში ✨🌈

მარნეულის კულტურის ცენტრი ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💖🎈 „ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ნათელი მომავლით სავსე ბავშვობას“, – აღნიშნულია მარნეულის კულტურის ცენტრის მილოცვაში. ✨🌈

მარნეულის კულტურის სახლში მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა

29 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოსწავლეებმა საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები შეასრულეს.

მარნეულის კულტურის სახლში მუსიკალური სკოლის პირველკლასელთა ღია კონცერტი გაიმართა

15 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის პირველკლასელთა ღია კონცერტი ჩატარდა. კონცერტის ფარგლებში სცენაზე საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები შესრულდა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა და მომღერლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები…

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „ფილმის ჩვენების კვირეულს“ გამართავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 10-24 ივლისს „ფილმის ჩვენების კვირეულს“ გამართავს. კინოჩვენებები გაიმართება სოფელ ხოჯორნიში (10 ივლისი, 15:00), სოფელ წერაქვიში (16 ივლისი, 21:00) და „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტის სკვერიზე (23-24 ივლისი, 20:00). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია…

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა La’Art-ის გამოფენა

დღეს, 4 ივლისს,მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა La’Art-ის გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი შემოქმედების მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან, იოანე ლაშხთან ერთად, მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის ბენეფიციარ…

მარნეულის კულტურის ცენტრი ახალგაზრდებს სამაგიდო თამაშების დღეზე იწვევს

მარნეულის კულტურის ცენტრი 14+ ასაკის ახალგაზრდებს სამაგიდო თამაშების საინტერესო და შემეცნებით დღეზე იწვევს. ღონისძიება 28 მაისს, კულტურის ცენტრში, 14:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება. მონაწილეებს მრავალფეროვანი სამაგიდო თამაშები, მეგობრული გარემო და სახალისო აქტივობები ელოდებათ. ორგანიზატორების…