განახლდა
დღეს: 64 სიახლე
Radio Tavisupleba

რომეო მიქაუტაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

საპატიმროში მყოფი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. მისი სიტყვებით, მზად არის „არარსებული დანაშაული“ აღიაროს და „არარსებული ზიანი“ აანაზღაუროს. ამის შესახებ მან დღევანდელ, 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Metronome

რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ასევე, სიტყვით ისარგებლა თავად რომეო მიქაუტაძემ. როგორც მიქაუტაძემ განაცხადა…

მედიაცენტრი

რომეო მიქუტაძე თანახმაა გააფორმოს საპროცესო შეთანხმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე სააპელაციოს განხილვების ეტაპზე პროკურატურისგან საპროცესო გარიგებას ითხოვს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მიქაუტაძე თანახმაა გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, ოღონდ მისთვის “მისაღები პირობებით”. „ვითხოვთ იგივეს…

Timer

გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება, გადაწყვეტილება არ არის მიღებული- ადვოკატი

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომელო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების…

News.ge

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომელო მიქაუტაძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების…

GuriaNews

ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. როგორც მან სასამართლო სხდომაზე თქვა, ამ საკითხით პროკურატურას უახლოეს პერიოდში მიმართავენ. „ზიანის ანაზღაურების საჭიროება თუ იქნება, აანაზღაურებს…

Timer

ლანა ცერცვაძე: რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას დაპირდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს სუს-ის ექს-შეფის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება აღუთქვეს. უფლებადამცველის შეფასებით…

Radio Tavisupleba

ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე და ცოლისძმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და მისი ცოლისძმა, ვასილ მხეიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. ბრალდებულების ადვოკატებმა პროკურატურას უკვე მიმართეს.

მედიაცენტრი

პროკურორი რომეო მიქუტაძეზე: „საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს“

იმისთვის, რომ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს, რაც ამ ეტაპზე სახეზე არ არის – ამის შესახებ საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილის…

Timer

ადვოკატი: რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამყოფიც არ არის — ლილუაშვილის დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი რომეო მიქაუტაძე სუს-ის შენობაში საერთოდ არ ყოფილა. პროკურატურის ვერსიით კი, მიქაუტაძემ ლილუაშვილს ქრთამი პირდაპირ მის კაბინეტში გადასცა…

Alia

გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე გამოიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მომდინარეობს, მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე მიიყვანეს. დღევანდელ პროცესზეც, ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცემს…

Alia

“რომეო მიქაუტაძემ რაც გაუკეატა ლილუაშვილს, ეგ არის ქოცების სახეც. მომავალიც და არსიც” – რომა მახარაძე

ბლოგერი, რომა მახარაძე: რომეო მიქაუტაძემ რაც გაუკეატა ლილუაშვილს, ეგ არის ქოცების სახეც. მომავალიც და არსიც ეგრე გაყიდიან ერთმანეთს, აბსოლუტურად ყველა, არც კო დაფიქრდებიან სადაც ყველაფერი ფულზეა დაშენებული, მაგის გარეშე უბრალოდ დაღრნიან ერთმანეთს. ეს რა არის, ისეთები გველოდება, როცა ბიძოს მხოლოდ…

News.ge

პროკურორის განცხადებით, რომეო მიქაუტაძეს უძრავ ქონებასთან ერთად ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები

პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს უძრავ ქონებასთან ერთად ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები. როგორც პროკურორი განმარტავს, ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა. „სასამართლომ…