სიახლე
ლაგოდეხში ავარიას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭაბუკიანის მიმართულებით მიმავალ გზაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. The post ლაგოდეხში ავარიას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.