სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი შეიქმნა — Cnoba
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მხარდასაჭერად, თავად დაზარალებულებმა დააფუძნეს ფონდი, რომლის მიზანია დამეწყრილი სოფლის მოსახლეობის დახმარება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა, იქამდე, სანამ სახელმწიფო ზარალს დაითვლის. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “მეწყერმა, ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში, რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა. ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ მოსახლეობას. თანხების ტრანზაქცია იქნება გამჭვირვალე და არცერთი თეთრი… The post სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი შეიქმნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.