სიახლე

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

რეგიონალური სიახლეები

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას; საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება – 15 000 ლარს. საკონკურსო განაცხადები...

პირველწყარო →

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომელიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

🔹 რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას;

🔹 საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

🔷 კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება – 15 000 ლარს.

🗓 საკონკურსო განაცხადები მიიღება 24 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-2@youthagency.gov.ge.

📑 კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება:

🔹 ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას;

🔹 არაფორმალური განათლების განვითარებას;

🔹 ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;

🔹 ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.

🌐 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://youthagency.gov.ge/sag…/akhalgazrduli-initsiativebi/


მსგავსი