ზურაბ შევარდნაძე პატრიარქთან მის მოგონებას საზოგადოებას უზიარებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 26 Mar 2026, 14:34

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, პატრიარქზე მოგონებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში. “10 წელი გავიდა. დავიღალე, მომბეზრდა. საქმე მომეძალა, ჩემი ბაღი წამომეწია, დედა თეკლემ მოთხოვნები კიდევ უფრო გაამძაფრა. დადგა ის დღე რომ მივედი უწმინდესთან. დილა იყო, ზამთრის ბაღში დამხვდა. – თქვენო უწმინდესობავ, ათი წელი გავიდა, სასწავლებელში ყველაფერი კარგადაა, უკვე ბევრი ახალგაზრდა გამოიზარდა, დედა თეკლე მშვენივრად ართმევს საქმეს […] The post ზურაბ შევარდნაძე პატრიარქთან მის მოგონებას საზოგადოებას უზიარებს appeared first on გურია ნიუსი.

გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე, პატრიარქზე მოგონებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

“10 წელი გავიდა. დავიღალე, მომბეზრდა. საქმე მომეძალა, ჩემი ბაღი წამომეწია, დედა თეკლემ მოთხოვნები კიდევ უფრო გაამძაფრა. დადგა ის დღე რომ მივედი უწმინდესთან. დილა იყო, ზამთრის ბაღში დამხვდა.

– თქვენო უწმინდესობავ, ათი წელი გავიდა, სასწავლებელში ყველაფერი კარგადაა, უკვე ბევრი ახალგაზრდა გამოიზარდა, დედა თეკლე მშვენივრად ართმევს საქმეს თავს, გთხოვთ მაკურთხოთ, წასვლა მინდა.

არ ესიამოვნა.

– ზურაბ არ მაქვს ამ წუთას პასუხი, დამელოდეთ მოვიფიქრებ.

გაზაფხულია, ეკლებზე ვზივარ, ნერგი დაყრილი მაქვს დატოვებული ბაღში დასარგავი, ერთი სული მაქვს უკან დავბრუნდე. მთელი დღე იქ მამყოფა, მასთან ახლოს. ახლა მირონ მდინარი ხატი მოაბრძანესო, ახლა ყავაო, ახლა ტრაპეზიო, ახლა მეუფე მობრძანდებაო. დროდადრო გადმომხედავს. დაღამდა, ვახშამიო, ღამის ლოცვაო, გულიკო ჩაფიძეო, ნანი ბრეგვაძეო, სიმღერაო, გალობაო, ლოცვაო. დაშუაღამდა. აღარაფერი აღარ მინდა.

– ზურაბ გამომყევით. შემიძღვა ბუხრიან მომცრო ოთახში. მე მოვიფიქრე, დაბრძანდით. დავჯექი უხერხულად.

– იცით მეც თქვენსავით აღარ მომწონს აქ ბევრი რამე. მეც მინდა წასვლა. მოდით ასე გავაკეთოთ, დამელოდეთ და ერთად წავიდეთ.

სახლში ფეხით წამოვედი. მთელი გზა ცრემლი ნიკაპთან მეფსკვნებოდა. ასეთი სულელი როგორ ვარ, ასე როგორ მოვიქეცი? ასეთი როგორ ვიკადრე? დღემდე მტანჯავს ამის გახსენება,” – წერს იხსენებს ზურაბ შევარდნაძე.

The post ზურაბ შევარდნაძე პატრიარქთან მის მოგონებას საზოგადოებას უზიარებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური