რუსთავის საკრებულომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 27 Mar 2026, 12:35

რუსთავი საკრებულოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა – დეპუტატებმა პატივი მიაგეს ილია II-ის ხსოვნას. სხდომაზე დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და ცვლილებები შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესში. ახალი რეგულაციების მიხედვით, ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი უფლებამოსილია სამართლებრივი ღონისძიებების გატარებაზე, ხოლო მოქალაქეებს ცხოველების გადაადგილებისას კონკრეტული წესების დაცვა ევალებათ. ახალი წესის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში და...

რუსთავი საკრებულოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა – დეპუტატებმა პატივი მიაგეს ილია II-ის ხსოვნას.

სხდომაზე დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და ცვლილებები შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესში. ახალი რეგულაციების მიხედვით, ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი უფლებამოსილია სამართლებრივი ღონისძიებების გატარებაზე, ხოლო მოქალაქეებს ცხოველების გადაადგილებისას კონკრეტული წესების დაცვა ევალებათ.

ახალი წესის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში მოქალაქე შინაურ ცხოველთან ერთად გადაადგილებისას ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ძაღლი გარე სივრცეში უნდა იყოს საბელით ან ალიკაპით, კატა – კონტეინერში ან სპეციალურ ჩანთაში – წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური შეადგენს საჯარიმო ქვითარს.

დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს პირუტყვის გადასარეკი ქუჩების სია და სინერჯი თაუერსის განაშენიანების დეტალური გეგმა.

დეპუტატების გადაწყვეტილებით მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაუდასტურდათ.

საკითხები დეპუტატებს მერის მოადილემ ოთარ ტატალაშვილმა და მერიის შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილმა პირებმა გააცნეს