გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ირანის ტერიტორიაზე რამდენიმეკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის გეგმას ამზადებს.
როგორც BBC იუწყება,ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ამ ოპერაციას საბოლოო დასტურს.
პარალელურად, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ რეგიონში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Tripoli შევიდა.
ხომალდს გადაჰყავს დაახლოებით 3,500 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი.
ხომალდი აღჭურვილია სატრანსპორტო და გამანადგურებელი თვითმფრინავებით, რაც სახმელეთო დესანტის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი.
თუ აქამდე ომი ძირითადად საჰაერო დარტყმებითა და სარაკეტო იერიშებით შემოიფარგლებოდა, სახმელეთო ჯარების ჩართვა ნიშნავს სტრატეგიული ობიექტების (მაგალითად, კუნძულ ხარგის ან ბირთვული ობიექტების) უშუალო დაკავების მცდელობას. ეს კი მკვეთრად ზრდის მსხვერპლის რისკს ორივე მხრიდან.
The post აშშ სამხედრო ძალებს აორმაგებს: რისთვის ემზადება პენტაგონი ირანის საზღვრებთან appeared first on გურია ნიუსი.