ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება — Cnoba
ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება – მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). The post ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.