თეთრიწყაროელმა კარატისტებმა „კასპის თასზე“ 10 მედალი მოიპოვეს 🥋 — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 30 Mar 2026, 13:40

29 მარტს, კასპი-ში გაიმართა კარატეს ტურნირი „კასპის თასი“, სადაც ახალბედა სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ტურნირში მონაწილეობდა 15 კლუბი. შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის კარატეს სექციის სპორტსმენებმა, რომლებმაც ჯამში 10 მედალი მოიპოვეს – 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ოქროს მედლები მოიპოვეს:მარიამ ბექაურმა, საბა ტვილდიანმა, ნიკა საფარიანმა და ვიგენ კარამოვმა....

29 მარტს, კასპი-ში გაიმართა კარატეს ტურნირი „კასპის თასი“, სადაც ახალბედა სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ტურნირში მონაწილეობდა 15 კლუბი.

შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის კარატეს სექციის სპორტსმენებმა, რომლებმაც ჯამში 10 მედალი მოიპოვეს – 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ოქროს მედლები მოიპოვეს:
მარიამ ბექაურმა, საბა ტვილდიანმა, ნიკა საფარიანმა და ვიგენ კარამოვმა.

ვერცხლის პრიზიორები გახდნენ:
მარიამ პოილარაშვილი, საბა გრძელიშვილი და სანდრო ხაჭვანი.

ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს:
ალეკს კამალიანმა, დანიელ საფარიანმა და აიაზი კაზიმოვმა.

სპორტსმენების მწვრთნელები – მინდია აფციაური და ვასილ მაღლაკელიძე.


რელევანტური