ავარიას ქალი პოლიციელი ემსხვერპლა — Cnoba

Timer სიახლე 30 Mar 2026, 15:14

ქალაქ ყვარელში ავარიას 52 წლის ქალი პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რამაც შეჯახება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. Source

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური