წარმატებით დასრულდა მოზარდის ოპერაცია, რომელსაც გუშინ ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მატარებელი დაეჯახა, _ ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია: „უფლის წყალობით, ოპერაციამ კარგად ჩაირა, იმაზე უკეთესად, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ახლა მთავარია, ყველა ლანჩხუთელმა და არა მარტო ლანჩხუთელმა, ვილოცოთ ანდრიასთვის“.
შეგახსენებთ, რომ მატარებლის დაჯახების შედეგად, მეოთხე კლასელმა ბიჭმა დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ბავშვის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მოზარდი, რეამინაციულ განყოფილებაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩება.
The post “ვილოცოთ ანდრიასთვის“ _ როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ლანჩხუთში მატარებელი დაეჯახა appeared first on გურია ნიუსი.