სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი უცხოელი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 31 Mar 2026, 07:07

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რელევანტური