კახა კალაძემ ,,ოცნებას” 12 ათასი ლარი შესწირა — Cnoba

Alia სიახლე 31 Mar 2026, 09:58

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართლმა ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო – ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემები. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო – 15 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში პარტიას 28 შემომწირველი ჰყავდა, მათ შორის: თბილისის მერი კახა კალაძე. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა. რაც შეეხება ლელო […] The post კახა კალაძემ ,,ოცნებას” 12 ათასი ლარი შესწირა appeared first on .

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართლმა ოცნებამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო – ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემები.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო – 15 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში პარტიას 28 შემომწირველი ჰყავდა, მათ შორის: თბილისის მერი კახა კალაძე. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება ლელო – ძლიერ საქართველოს, მონაცემების თანახმად, პარტიას მიმდინარე წლის 2 თვეში, 8 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 146 ათასი ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.

თავისუფლების მოედანს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 44 შემომწირველი ჰყავდა, რომელთაც ჯამში პარტიისთვის 46 745 ლარი გაიღეს.

რაც შეეხება კოალიციას ცვლილებისთვის – 2026 წლის 14 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, მათ შემოწირულების სახით 3 460 ლარი მიიღეს. კოალიციას თანხა 8-ჯერ შესწირეს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის მიმდინარე წელს 2 371 ლარი ჩაერიცხა.

The post კახა კალაძემ ,,ოცნებას” 12 ათასი ლარი შესწირა appeared first on .


რელევანტური