წალკის მუნიციპალიტეტში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის ახალი ცენტრი გაიხსნა, რომლის გახსნის ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე დაესწრო.ცენტრი ბენეფიციარებს მრავალფეროვან სოციალურ და სარეაბილიტაციო მომსახურებას შესთავაზებს, მათ შორის:

- ბავშვთა რეაბილიტაციასა და აბილიტაციას
- ადრეული განვითარების ხელშეწყობას
- დღის ცენტრის მომსახურებას 0-დან 17 წლამდე შშმ ბავშვებისთვის
- მომსახურებას 18 წელს გადაცილებული შშმ პირებისთვის
- შშმ ზრდასრულთა რეაბილიტაციას

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი, მოადგილე ჯაბა აბულაძე და საქართველოში ბულგარეთი-ს ელჩი ვესელინ ვალკანოვი, ასევე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.
ახალი ცენტრის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით,რომელიც შშმ პირებისთვის საჭირო მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება.


