ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტთან, მაია კობახიძესთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა წინაშე არსებული სამართლებრივი საკითხები განიხილეს. მერის პირველი მოადგილის თქმით, პროფკავშირებთან კოორდინირებული და კონსტრუქციული თანამშრომლობა არის მთავარი საფუძველი, რათა ეფექტიანად გადაიჭრას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა წინაშე არსებული სამართლებრივი საკითხები და უზრუნველყოფილი იყოს მათი უფლებების სრულფასოვანი დაცვა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი და სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე.