ბოლნისელი სპორტსმენი ლაშა გაგლოშვილი საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალოსანი გახდა — Cnoba
რეგიონალური სიახლეები
სიახლე
01 Apr 2026, 10:04
ბოლნისელი სპორტსმენი, ლაშა გაგლოშვილი, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „Warsaw Open“ ვერცხლის მედალს დაეუფლა. U21 -75 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენი ფინალამდე მიაღწია და ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც მისთვის, ისე ქართული სპორტისთვის.. ბოლნისის მერი, ზამურ ჭითანავამ, ლაშა გაგლოშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული კარიერა უსურვა. ,,ბოლნისელ სპორტსმენს, ლაშა გაგლოშვილს, ვულოცავ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეულ...
ბოლნისელი სპორტსმენი, ლაშა გაგლოშვილი, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „Warsaw Open“ ვერცხლის მედალს დაეუფლა. U21 -75 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენი ფინალამდე მიაღწია და ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც მისთვის, ისე ქართული სპორტისთვის..
ბოლნისის მერი, ზამურ ჭითანავამ, ლაშა გაგლოშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატებული კარიერა უსურვა.
,,ბოლნისელ სპორტსმენს, ლაშა გაგლოშვილს, ვულოცავ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ!”-ზამურ ჭითანავა.