“გააუქმონ ცვლილებები”- ევროპის საბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საქართველოს მთავრობას — Cnoba
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა კონგრესის სხდომაზე გაიმართა. რეკომენდაციებს მხარი 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 8-მ თავი შეიკავა. „სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად; განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რათა აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ქარტიის შესაბამისად“. ამასთან, კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გააუქმონ საარჩევნო კოდექსში პრობლემური ცვლილებები და განახორციელონ ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უძღვის ფართო კონსულტაციები,… The post “გააუქმონ ცვლილებები”- ევროპის საბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საქართველოს მთავრობას appeared first on მედიაცენტრი მთა…