23 წლის ბიჭი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 02 Apr 2026, 05:12

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა. გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. The post 23 წლის ბიჭი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.