სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი, დღეს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.
The post თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს appeared first on გურია ნიუსი.