გარემოს დაბინძურებაზე მკაცრი ჯარიმები წესდება _ ვის და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ — Cnoba
GuriaNews
სიახლე
02 Apr 2026, 06:42
რუსთავში გარემოს დაბინძურებაზე მკაცრი ჯარიმები ამოქმედდება — სანქციები შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. რეგულაციები ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელ ადგილებში განთავსდება ან რეალიზდება მეორეული საბურავები, შავი და ფერადი ლითონის ჯართი, ექსპლუატაციიდან გასული ავტომობილები და მათი ნაწილები, ასევე მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალები. ახალი წესების მიხედვით, თუ აღნიშნული მასალები განთავსდება იმ ადგილებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის […] The post გარემოს დაბინძურებაზე მკაცრი ჯარიმები წესდება _ ვის და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ appeared first on გურია ნიუსი.
რუსთავში გარემოს დაბინძურებაზე მკაცრი ჯარიმები ამოქმედდება — სანქციები შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. რეგულაციები ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელ ადგილებში განთავსდება ან რეალიზდება მეორეული საბურავები, შავი და ფერადი ლითონის ჯართი, ექსპლუატაციიდან გასული ავტომობილები და მათი ნაწილები, ასევე მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალები.
ახალი წესების მიხედვით, თუ აღნიშნული მასალები განთავსდება იმ ადგილებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის მიერ არ არის განსაზღვრული, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 5000 ლარით.
იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი საქმიანობა განხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესების დარღვევით, ჯარიმა იქნება: ფიზიკური პირისთვის 1000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის — 2500 ლარი.
ცვლილებები ძალაში შევა 2026 წლის 1 ოქტომბრიდან და მიზნად ისახავს ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციას, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტების გამკაცრებას მუნიციპალიტეტების დონეზე.
კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
The post გარემოს დაბინძურებაზე მკაცრი ჯარიმები წესდება _ ვის და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ appeared first on გურია ნიუსი.