ვეტერანების სამსახურის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს — Cnoba
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა, ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს, უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, მისი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო მისიებთან… The post ვეტერანების სამსახურის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.