თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.
ინფორმაციის თანახმად, ის ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ ჯეი დი ვენსთან ერთად ბუდაპეშტში მეორე ლედი, უშა ვენსიც ჩავა.
ჯეი დი ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.
როგორც Reuters წერს, ეს არჩევნები ვიქტორ ორბანისთვის 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე რთული იქნება.
The post ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს უნგრეთში ჩავა და ვიქტორ ორბანს შეხვდება appeared first on .