ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, არჩევნების წინ, ორბანის მხარდასაჭერად ჩადის — Cnoba

GuriaNews სიახლე 04 Apr 2026, 08:02

თეთრი სახლი აზუსტებს, როდის ელოდებიან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს უნგრეთში, _ ამის შესახებ, თეთრ სახლზე დაყრდნობით Bloomberg წერს. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს სამშაბათს, 7 აპრილს ესტუმრება და მოლაპარაკებებს გამართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში _ 12 აპრილს, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. თვითონ ორბანი ამ ვიზიტს სოციალურ ქსელში […] The post ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, არჩევნების წინ, ორბანის მხარდასაჭერად ჩადის appeared first on გურია ნიუსი.

თეთრი სახლი აზუსტებს, როდის ელოდებიან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს უნგრეთში, _ ამის შესახებ, თეთრ სახლზე დაყრდნობით Bloomberg წერს.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს სამშაბათს, 7 აპრილს ესტუმრება და მოლაპარაკებებს გამართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში _ 12 აპრილს, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

თვითონ ორბანი ამ ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „მოუთმენლად გელოდებით ბუდაპეშტში“, _ დაწერა ორბანმა.

„ჯეი დი ვენსი და ვიქტორ ორბანი გამართავენ პრესკონფერენციას საზეიმო შეხვედრის წინ, რომელიც 13 საათსა და 20 წუთზე დაიწყება“, _ იუწყება ორბანის პრესსამსახური.

სადილის შემდეგ ჩატარდება მიტინგი, რომელზეც სიტყვებით გამოვლენ ვენსი და ორბანი.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისა“ მნიშვნელოვნად უსწრებს ორბანის პარტია „ფიდესს“.

The post ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, არჩევნების წინ, ორბანის მხარდასაჭერად ჩადის appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური